COVID-19

რამ გააორმაგა კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის კოეფიციენტი?

კორონავირუსის ინფექცია, 2020 2
13:06 25.03
დაკოპირებულია

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25 მარტის შუადღის მდგომარეობით 424 114-ს აღწევს, გარდაცვლილთა რაოდენობა - 18 931-ს, შესაბამისად, სიკვდილიანობის კოეფიციენტი 4.46%-ს შეადგენს, მაშინ როცა 1.5 თვის წინ 2-ჯერ ნაკლები იყო.

სიკვდილიანობის კოეფიციენტის ზრდა ვირუსის მუტაციას არ გამოუწვევია. საქმე ის არის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ეს რიცხვი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და ის ქვეყნები, სადაც მაღალია, როგორც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვან გავლენას გლობალურ სტატისტიკაზეც ახდენენ.

სიტუაცია კრიტიკული რჩება იტალიაში, სადაც ორდღიანი კლების შემდეგ 24 მარტს გაიზარდა, როგორც ინფიცირების ასევე გარდაცვალების შემთხვევები. 69 176 დაავადებული და მათგან 6820 გარდაცვლილი. სიკვდილიანობის კოეფიციენტი 9.86%-ს აღწევს. ასეთი კატასტროფული შედეგი რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. 1) სინამდვილეში ინფიცირებულთა რაოდენობა უფრო მეტია და ყველას აღრიცხვა ვერ ხერხდება. 2) შემთხვევათა ზრდის შემდეგ როგორც ადამიანური ასევე ტექნიკური რესურსი არასაკმარისი აღმოჩნდა. მსხვერპლის რიცხვი განსაკუთრებით ხელოვნური სუნთქვის აპარატების სიმცირემ გაზარდა. გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79 წელია და მათ უმრავლესობას დიაბეტი, წნევა ან სხვა ქრონიკული დაავადება აწუხებდა. რისკჯგუფში კი სწორედ ასაკიანი და ქრონიკული დაავადების მქონე პირები არიან.

2991 გარდაცვლილი ინფიცირების 42 058 შემთხვევიდან. ეს ესპანეთის სტატისტიკაა, სადაც სიკვდილიანობის კოეფიციენტი 7.11%-ს აღწევს. ესპანეთის შემთხვევა იტალიის მსგავსია. საწოლი ადგილებისა და ადამიანური რესურსის პრობლემა ამ ქვეყანაშიც დგას.

იმ დაშვებით, რომ ირანი ჯანნდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სწორ ინფორმაციას აწვდის, ქვეყანაში ინფიცირების 24 811 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 1934 გარდაიცვალა. სიკვდილიანობის კოეფიციენტი - 7.79%.

თუ გლობალურ მონაცემებს ამ 3 ქვეყნის სტატისტიკას გამოვაკლებთ, ინფიცირების 288 069 და გარდაცვალების 7186 შემთხვევას. სიკვდილიანობის კოეფიციენტი ასეთ შემთხვევაში ბევრად ნაკლები 2.49% იქნებოდა.

იტალიისა და ესპანეთის განსხვავებით ევროპაში არიან ქვეყნები, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.5%-ზე დაბალია, რომლის საუკეთესო მაგალითიც გერმანიაა, სადაც 33 593-დან 164 ინფიცირებული გარდაიცვალა. სიკვდილიანობის კოეფიციენტი კი 0.49%-ს შეადგენს, ეს მაშინ, როცა საშუალო ასაკი გერმანიაში 47 წელს შეადგენს, იტალიაში მხოლოდ 1 წლით მეტს - 48 წელს, ესპანეთში კი 45-ს.

რეკომენდაციები სკოლებისთვის

რა წესების დაცვა მოუწევთ ახალი სასწავლო...

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომე...
11 წუთის წინ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველო...
10:07
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტ...
10:06
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ...
09:12
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკში მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატ...
00:19
ახალი საქართველოს ლიდერი ვაშაძე: სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ვერავინ...
ახალი პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ექს პრეზიდენტის მიხეილ სააკ...
ბრალდებული ქირურგის მამა: მინისტრმა დაად...
„ჩემთვის წარმოუდგენელი ტრაგედია პროკურორის და მასმედიის მხრიდან გაკეთებული განცხ...
19:04 13.08
ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებას FBI გა...
ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას FBI გამოიძიებს. ამის შესახებ აშშ-ის...
პროკურორი თამარ ბაჩალიაშვილის დედის ბრალ...
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დე...