მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამ გამოიწვია კოვიდინფიცირებული 28 წლის ქალის გარდაცვალება - ინფორმაცია კლინიკიდან

იტალია, კორონავირუსი 2020
1617822095
COVID-19

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანისას კორონავირუსით ინფიცირებული 28 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

ამავე ინფორმაციით, პაციენტს მწვავე პნევმონია განუვითარდა.

„გურიის რეგიონში მცხოვრები 28 წლის ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საცხოვრებელი ბინიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირველ აპრილს შეიყვანა.

დიაგნოზი: COVID-19. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. კორონავირუსის ფონზე პაციენტს განუვითარდა მძიმე პნევმონია, რასაც დაერთო სუნთქვის ფუნქციის დარღვევა.

საჭირო გახდა აპარატურული მხარდაჭერა. პაციენტი 7 აპრილს გარდაიცვალა“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.