მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენად ეფექტურია „სინოვაკის“ ვაქცინა? - ივანე ჩხაიძის განმარტება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1621450130
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ „სინოვაკის“ ვაქცინა ეფექტურია.

„რამდენიმე თვე არის გასული რაც „სინოვაკის“ გამოყენება დაიწყეს. ხანგრძლივი პრაქტიკიდან გამომდინარე ეს ვაქცინა არის ეფექტური, რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანი ,ეფექტურია არა მხოლოდ ინფიცირების თავიდან აცილების, არამედ მძიმე შემთხვევის და ჰოსპიტალიზაციის, ასევე გარდაცვალების თავიდან აცილების თვალსაზრისით.

დიდი იმედი გვაქვს, ჯანმო ავტორიზაციას მისცემს „სინოვაკს“ , რომლის 100 000 დოზა უკვე არის ქვეყანაში“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3 848 ადამიანმა გაიკეთა.

19 მაისის მონაცემებით, ჯამურად 97 153 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 15 513 ადამიანი.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1160 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1302 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 333601-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 313651 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 4,11%, ბოლო 14 დღის - 4,58%, ბოლო 7 დღის - 3,81%-ია.

საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს „ასტრაზენეკათი“ , ხოლო 30 მარტს „ფაიზერით“ დაიწყო.

გარდა აღნიშნული ორი ვაქცინისა, საქართველომ 3 აპრილს ჩინური „სინოფარმის“ პირველი პარტია - 100 ათასი დოზა მიიღო. „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „სინოვაკს“ ხანდაზმულ ასაკში საკმაოდ კარგი ეფექტი აქვს“

👉 „სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება, ვაქცინაციას კი მოქალაქეები 24 მაისს შეძლებენ