მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენად ეფექტურია სინოვაკის ვაქცინა? - თამარ გაბუნიას განმარტება

რამდენად  ეფექტურია სინოვაკის ვაქცინა
1621338773
COVID-19

ახალი შტამების წინააღმდეგ არსებული ვაქცინები ეფექტურია, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სინოვაკის“ ეფექტურობაზე პირველი მონაცემები იყო ბრაზილიის კვლევიდან, სადაც 56% უჩვენა ეფექტურობის ინფექციის გადაცემის თვალსაზრისით, მაგრამ მძიმე შემთხვევების და სიკვდილიანობის თავიდან აცილების თვალსაზრისით მისი ეფექტურობა საკმაოდ მაღალია და 90% აჭარბებს.

თუმცა, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ინდონეზიაში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც „სინოვაკი“ გამოიყენეს და მისი ეფექტურობის მაჩვენებელი იყო ბევრად მაღალი 86%. მისი მაჩვენებლები და პოტენციალი, რომ დაიცვას ადამიანი, როგორც ინფიცირებისგან ასევე ლეტალური შემთხვევებისგან არის საკმაოდ მაღალი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან, ასევე, ისაუბრა ვაქცინების სხვა დოზების მიღებაზე და აღნიშნა:

„ფაიზერის“ დოზების შესახებ არის სერიოზული წინსვლა და ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას. მიდის მუშაობა „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მობილიზებაზე.

ეს ყველაფერი საბჭოსთან შეთანხმდა. ასევე, გასული კვირის განმავლობაში „ნოვოვაქსისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების მობილიზებაზე. ყველა ეს საჭიროება განხილულია ხარჯთაღრიცხვის კუთხითაც და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია,“ - აღნიშნა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირას დაიწყება.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 490 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 312 349-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 499 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.85%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.72%.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ამ დროისთვის აცრისთვის „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „სინოფარმის“ ვაქცინები გამოიყენება.

„სინოვაკის“ ვაქცინების 100 ათასი დოზა საქართველომ 29 აპრილის მიიღო.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „კომენდანტის საათმა“ 23:00-დან 05:00 საათამდე გადაიწია

👉 უახლოესი თვეების განმავლობაში ვაქცინების დამატებით დოზებს მივიღებთ

👉 აცრის რაოდენობამ 80 000 გადააჭარბა