მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენ ხანს გრძელდება პოსტკოვიდური სიმპტომები? - მარინა ენდელაძის განმარტება

რამდენხანს გრელდება პოსკოვიდური სიმპტომები
1622658795
COVID-19

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ, სატელევიზიო ეთერში, პოსკოვიდურ სიმპტომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიმპტომების უმეტესობა მსუბუქი ფორმისაა და მედიკამენტურ მკურნალობას არ საჭიროებს.

„არსებობს გახანგრძლივებული კოვიდი და პოსტკოვიდი. უმეტესობა ამ სიმპტომების არის მსუბუქი და არანაირ მედიკამენტოზურ ჩარევას არ საჭიროებს.

გახანგრძლივებულ დროში ეს ყველაფერი აღდგება. ეს ეხება ყნოსვის, გემოვნების დაკარგვას, ზოგად ადამიანის, კუნთები-სახსრების ტკივილს, მაგრამ ეს ყველაფერი ზომიერი უნდა იყოს.

ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა აუცილებლად აღდგება, ზოგთან დროში იწელება, ცოტა ბევრი დრო სჭირდება, ამისთვის განსაკუთრებული შეშფოთება არ არის.

განსაკუთრებით საყურადღებოა ემოციური ლაბილობა, ზედმეტად გაღიზიანებულები არიან, ესეც უნდა ალაგდეს, თუ რაიმე განსაკუთრებული დაზიანება არ არის“, - განაცხადა ენდელაძემ.

როგორც ენდელაძე აღნიშნავს, პოსკოვიდური სიმპტომები 6 თვის განმავლობაში გრძელდება, თუმცა ის გახანგრძლივებულ დროში აღდგება.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.