მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენმა ადამიანმა გადაიტანა COVID-19 უსიმპტომოდ - ქვეყნის მასშტაბით კვლევა დაიწყება

გრიპი და კოვიდ 19
1596703027
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით დაიწყება კვლევა, რათა გამოვლინდეს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი უსიმპტომოდ აქვს გადატანილი.

ამასთან, მინისტრის თქმით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა სტაბილური, რადგან პროცესი მართვადია.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს დამყოლობაზე. არის გარკვეული რეგიონები, სადაც ძალიან რთულდება თანამშრომლობა მოქალაქეებთან. ეს აისახება ვირუსის გამოვლენაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1206 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 987 გამოჯანმრთელებულია, 17 გარდაცვლილი.