მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რას დაუპირისპირებს G20 კორონავირუსით შექმნილ გლობალურ პრობლემებს

დიდი ოცეული
1585234156
COVID-19

კორონავირუსის თემაზე G20 სამიტი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. მხარეები ვირუსის შეკავებისა და ეკონომიკის აღდგენის გზებზე მსჯელობენ.

მსოფლიო ბანკსა და სავალუტო ფონს სურთ, რომ სამიტზე მსოფლიოს 76 უღარიბესი ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი დაამტკიცონ. სამიტის მონაწილეებს ეკონომიკის რამდენიმე ტრინლიონდოლარიანი სტიმულირსებიკენ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმაც მოუწოდა.

სამიტზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს განსხვავებული პოზიცია გააჩნია. უმრავლესობის აზრით მთავარია ვირუსის დამარცხება, ნებისმიერ ფასად, თუმცა ასე არ ფიქრობს დონალდ ტრამპი და ასევე ბრაზილიის პრეზიდენტი ჯაირ ბოლსონარო. მათი მტკიცებით გაჩერებული ეკონომიკა საბოლოოდ უფრო მეტ ადამიანს მოკლავს ვიდრე თავად კორონავირუსი.

G20 ოც სახელმწიფოს: აშშ-ს, მექსიკას, ბრაზილიას, არგენტინას, კანადას,  ჩინეთს, ინდოეთს, ინდონეზიას, საუდის არაბეთს, კორეას, იაპონიაა, გერმანიას, ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს, რუსეთს, თურქეთს, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიას აერთიანებს. მასზე მოდის გლობალური მშპ-ს 90% და საერთაშორისო ვაჭრობის 80%-ზე მეტი. G20-ის ქვეყნებზე მოდის ასევე კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა 80%-ზე მეტიც. ინფიცირების რაოდენობის მიხედვით პირველი 10 სახელმწიფოდან მხოლოდ 2: ირანი და შვეიცარია არ შედის G20-ის ქვეყანათა ჩამონათვალში.