მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ არ იყენებს კორონავირუსის სწრაფ ტესტებს გერმანია

ტესტი კორონავირუსზე
1585743203
COVID-19

იმ ტესტის ავტორი, რომელიც დღეს გერმანიაში კორონავირუსის აღმოსავლენად გამოიყენება, შარიტეს უნივერსიტეტის (ბერლინი, გერმანია) ნევროლოგიურ კლინიკასთან არსებული ლაბორატორიის ხემძღვანელი პროფესორი კრისტიან დროსტენია. სწორედ დოსტენის ლაბორატორიამ აღმოაჩინა, თუ რატომ არის ნაკლებად სანდო სწრაფი ტესტები.

ამის შესახებ pia.ge-ს მაინცის უნივერსიტეტის სიციოლოგიის მაგისტრი ირინე დანელია ესაუბრა.

მაგისტრის თმით, პროფესორი დროსტენი თავიდანვე აღნიშნავდა საყოველთაო ტესტირების უდიდეს მნიშვნელობას არა მარტო სიკვდილიანობის რეალური პროცენტის დადგენისთვის, არამედ, პირველ რიგში, ჯგუფური იმუნიტეტის გამომუშავებისა და აღრიცხვის საკითხში.

„თუმცა, პროფესორი ასევე თავიდანვე წინააღმდეგი იყო სხვა ქვეყნებში, კერძოდ კი ჩინეთსა და ამერიკაში ფართოდ გავრცელებული სწრაფი ტესტების შემოტანისა, მათი მაღალი   ცდომილებისა და არასანდოობის გამო“, - განმარტავს ირინე დანელია.

მისივე თქმით, სწორედ დროსტენის ლაბორატორიამ აღმოაჩინა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. კერძოდ ის, რომ ყელიდან ნაცხის აღებით ჩატარებული ტესტი, რა მეთოდითაც ეს ხდება სწრაფი ტესტების შემთხვევაში, დაავადების პირველ ეტაპზე სწორ შედეგებს აჩვენებს, თუმცა, მას შემდეგ, რაც დაავადებამ ზედა სასუნთქი გზებიდან ფილტვებში გადაინაცვლა, ეს ტესტი, ფაქტორბრივად, უსარგებლოა.

გერმანელი კვლევა, რომელშიც ქართველი სპეციალისტიც მონაწილეობდა, დეტალურად მოგვითხრობს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების სპეციფიურ მახასიათებლებზე.

ერთ–ერთი საინტერესო დეტალი კვლევიდან: 2020 წლის 29 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში სიკვდილიანობის საშუალო მაჩვნებელი 4,6 %-ია, აშშ-ში 1,8%; იტალიაში 10,8 %; საფრანგეთში - 6,2 %; სამხრეთ კორეაში - 1,6 %; ჩინეთში - 4%, გერმანიაში - 0,7 %; ესპანეთში - 8,2%; ავსტრიაში - 1%.