მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ არ ცრიან კორონავირუსზე 12-დან 18 წლამდე მოზარდებს? - ივანე ჩხაიძის განმარტება

ივანე ჩხაიძე
1620401887
COVID-19

იაშვილის ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე განმარტავს რატომ არ ცრიან კორონავირუსზე 12-დან 18 წლამდე მოზარდებს.

„ბავშვებს უფრო ნაკლებად ემართებათ, ნაკლებად ხდებიან ავად, ბავშვებში, დაავადების მიმდინარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა, მაგრამ ბავშვები დიდ როლს თამაშობენ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ისინი უფრო მეტ რისკს წარმოადგენენ ინფექციის გადატანის კუთხით.

დიდია იმ ბავშვების წილი, რომელთაც კორონავირუსი სიმპტომების გარეშე გადააქვთ. აუცილებლობა, დავიწყოთ ვაქცინაცია ბავშვებში მანამ სანამ, ვიდრე არ იქნება მაღალი დონის ავტორიზაცია, არ არის. ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება ყველა ქვეყნისთვის იქნება ნიშანი, რომ შეიძლება, ეს ვაქცინა ბავშვებშიც გამოიყენონ“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.ჯანდაცვის მსოფლიო

ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.66%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.76%.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „არის მატების ტენდენცია, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებელი არ გვაქვს“

👉 „ვაქცინირებულების 2, 3 და 10% -იც კი არ ნიშნავს, რომ შემთხვევების ყოველდღიური მატებისაგან თავს დავიცავთ“