მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ გაიზარდა კორონავირუსის სიკვდილიანობის კოეფიციენტი?

ვირუსული ინფექციის პიკი
1585924786
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 აპრილის საღამოს მდგომარეობით 1.04 მლნ-ს აღწევს. მათგან 5.3% - 55 170 პირი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის კოეფიციენტი ბოლო 1 თვეში 1.5-ჯერ გაიზარდა.

კორონავირუსს მუტაცია არ განუცდია, ყოველ შემთხვევაში, ამის რაიმე მტკიცებულება არ არსებობს. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ გარდაცვლილთა რიცხვი არა მხოლოდ რაოდენობრივად, პროცენტულადაც იზრდება.

რამ გამოიწვია სიკვდილიანობის კოეფიციენტის ზრდა? სტატისტიკას რამდენიმე ქვეყანა „აფუჭებს.“ პირველ რიგში იტალია და ესპანეთი, სადაც შესაბამისად სიკვდილიანობის მაჩვენებელი 12 და 9.3 პროცენტია. ამ 2 ქვეყანაში ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 232 000-ს შეადგენს, დაავადებულთა საერთო რაოდენობის 22.3%-ს. მათ გარეშე გლობალური სიკვდილიანობის კოეფიციენტი 3.9% იქნებოდა.

ამ 2 ქვეყნის გარეშეც, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მაინც იზრდება სიკვდილიანობის კოეფიციენტი. საქმე იმაშია, რომ თუ მაგალითად 1 მლნ ადამიანიდან დაავადებულია 15, 37 ან თუნდაც 192 ჯანდაცვის სისტემა უძლებს გამოწვევას, მაგრამ როცა 1 მლნ ადამიანიდან 1300 ან 2700 ინფიცირებულია იშვიათი გამონაკლისის გარდა ყველაფერი მძიმე შედეგებით მთავრდება. საწოლი ადგილები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები საკმარისი აღარაა. რაც მთავარია არასაკმარისი ხდება ადამიანური რესურსი - კვალიფიციური ექიმების რაოდენობა. ასეთ დროს ექიმები იძულებულები არიან დაეხმარონ მხოლოდ მათ ვისი გადარჩენის ალბათობაც უფრო მეტია. ვირუსის გავრცენების მასშტაბების ზრდის შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს აღრიცხვიანობაც. იმავე იტალიაში სინამდვილეში უფრო მეტს აქვს კორონავირუსი და სიკვდილიანობის კოეფიციენტიც 12%-ზე დაბალია, თუმცა მაინც საშუალოზე მაღალი.

იტალიისა და ესპანეთისგან განსხვავებით სიკდვილიანობის კოეფიციენტი საშუალოზე ბევრად დაბალია ისრაელში 0.55%, ისლანდიაში - 0.29%, სინგაპურში - 0.45%, კორესი - 1.73%, გერმანიაში - 1.31%...

საქართველო ერთ-ერთია იმ 5 სახელმწიფოდან, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 100-ს აღემატება და გარცავალების ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა საქართველოს 5 მოქალაქე კორონავირუსმა საზღვარგარეთ იმსხვერპლა.