მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ ვერ ხერხდება COVID 19-ით ინფიცირების ყველა შემთხვევის გამოვლენა?

კორონავირუსი,2020
1586081828
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით 1.2 მლნ-ს გადასცდა, თუმცა ოფიციალური სტატისტიკა რეალობას არ ასახავს. მონაცემების შეგნებულად გაყალბებისა და აღურიცხაობის პრობლემების გამო ეს რიცხვი სინამდვილეში უფრო მაღალია.

ავტორიტარული სახელმწიფოები, ისეთები როგოროც არიან მაგალითად რუსეთი, ირანი და ჩინეთი იმიჯის შენარჩუნების, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო სტატისტიკას შეგნებულად აყალბებენ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 20, 30 ან შესაძლოა 80 პროცენტითაც შემცირებულ მონაცემებს აწვდიან. რუსეთში ეს ეჭვი პნევმონიით გარდაცვლილთა სტატისტიკის უჩვეულო ზრდამ გაამყარა. ირანში მკაცრი, თეოკრატიული სახელმწიფოსთვის წარომუდგენელმა ფაქტმა - პარასკევის ლოცვების გაურკვეველი ვადით შეჩერებამ, ხოლო ჩინეთში იმის გამოაშკარავებამ, რომ რეალურად ვირუსის გავრცელება უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მას პეკინი დაადასტურებდა.

ინკუბაციის ხანგძლივი პერიოდისა და დაავადების უსიმპტომოდ გადავლის გამო ინფიცირებულთა რაოდენობის სრულად აღრიცხვა ევროპის ქვეყნებშიც ვერ ხერხდება. ესპანეთში 355 ათასი ტესტიდან COVID 19-ზე დადებითი შედეგი 126 ათასმა აჩვენა, რაც 35%-ს აღემატება, იტალიაში 657 ათასიდან 125 ათასმა, რაც 19%-ს უდრის. ყველაზე მეტი 1.65 მლნ ტესტი შეერთებულ შტატებში გაკეთდა და ინფიცირების ყველაზე მეტი 311 ათასი შემთხვევაც აშშ-ში გამოვლინდა რაც ასევე 19%-ს შეადგენს.

იმ ქვეყნებში, სადაც მოსხლეობის რაოდენობასთან გათვალისწინებით ძალიან ბევრი ტესტი გაკეთდა მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი, თუმცა დაბალია სიკვდილიანობის კოეფიციენტი. გერმანიაში 918 ათასი ტესტიდან ვირუსი 96 ათას პირს დაუდგინდა საიდანაც 1444 გარდაიცვალა. სიკვდილიანობის კოეფიციენტი 1.5%, იტლიასთან შედარებით 8-ჯერ ნაკლებია. 461 ათასი ტესტიდან დადებითი შედეგი კორეაში 10 ათასმა აჩვენა, საიდანაც 183 გარდაიცვალა. სიკვდილიანობის კოეფიციენტი ამ შემთხვევაშიც 2%-ზე ნაკლებია.

ჩინეთის სტატისტიკა საერთოდ არ იძებნება. რუსეთი ამტკიცებს, რომ 639 000 ტესტიდან ვირუსი მხოლოდ 4731 პირს დაუდგინდა, ანუ 0.74%-ს, რაც კიდევ ერთხელ საეჭვოს ხდის მის სტატისტიკას.

რაც შეეხება საქართველოს, საქართელოში სულ 2762 ტესტი ჩატარდა და ვირუსი 170 პირს, ანუ შემოწმებულების 6.15%-ს დაუდგინდა. 5 აპრლის მდგომარეობით 36 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. 2 პაციენტი გარდაიცვალა, რომელთაც ასაკის გარდა, 79 და 81 წლების, სხვა ქრონიკული დაავადებებიც აწუხებდათ. 5067 ადამიანი კარანტინის რეჟიმში იმყოფება, 330 პირი კი სტაცინოალური მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.