მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ ვრცელდება კორონავირუსი მარტივად - ჩინელი მეცნიერების კვლევა

გავრცელება
1585205298
COVID-19

ჩინელმა მეცნიერებმა COVID-19-ის სწრაფად გავრცელების მიზეზი დაასახელეს. მათი განმარტებით, ინფიცირებული ადამიანის ნერწყვში პირველი 7 დღის განმავლობაში ვირუსის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია, ამიტომ ის კონტაქტში მყოფებს სწრაფად გადაეცემა.

აღნიშნული დასკვნა მეცნიერებმა 35 საავადმყოფოს, 35-დან 75 წლამდე ასაკის, 23 პაციენტის ნერწყვის ნიმუშების კვლევაზე დაყრდნობით გააკეთეს.

"დაავადების პირველ კვირაში ვირუსის მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს, რომ იგი ერთი ადამიანიდან მეორეზე ადვილად გადადის", - განაცხადა ჰონგ კონგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა კელვინ ტომ.

ამ დროისთვის, მსოფლიოში კოროვირუსით ინფიცირებულების რიცხვმა 471 000-ს გადააჭარბა, გარდაცვლილია 21 300-მდე ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 114 700-ზე მეტი პაციენტი.