მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რაც უფრო დიდი ხანი ცირკულირებს კორონავირუსი, მუტაციის შესაძლებლობა ერთი ათად იზრდება“ - კულუმბეგოვი 

ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი
1619180362
COVID-19

„შემოდგომის მსგავსი პანდემიური ტალღა ალბათ არ გვექნება, მაგრამ სამწუხაროდ, 1000 ინფიცირებულიდან 10 ლეტალურად მთავრდება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ეპიდვითარების კუთხით სიტუაცია მარტივი არ არის და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი მოკლე დროში განხორციელდეს.

ამასთან, ექიმმა კოვიდ 19-ის ახალ შტამებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვირუსი სწრაფი ცვალებადობით ხასიათდება.

„კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით სიტუაცია მარტივი, რომ არ არის, ეს ფაქტია. ჩვენს ქვეყანას მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტალღასთან გამკლავების გამოცდილება დაუგროვდა, გარკვეულწილად ეს ზღვარი მაღალია, რასაც შეუძლია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდეს, შეიძლება იყოს ეს ოთხი და ხუთი ათასიც. სამწუხაროდ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა 1000 ადამიანი, რომელიც ავად ხდება, აქედან 10 ადამიანი იღუპება. ამიტომ, თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

როგორც სახელმწიფომ და ისე მოსახლეობამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენი ქვეყნისთვის ინფიცირებულების ოპტიმალური რაოდენობა არ არსებობს, მაგრამ 2000-მდე ნიშნული ეს არის ის ზღვარი, რომლის მოვლა ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ ამის ზემოთ როგორც კი დაიწყებს გადანაცვლებას, რასაკვირველია სახელმწიფო იძულებული გახდება შემზღუდავი ღონისძიებების ნაწილზე იფიქროს.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობაში ვგულისხმობ აღსრულების ღონისძიებას და ძალიან სერიოზული მონიტორინგის განხორციელებას. ეს უნდა იყოს უმაღლესი პატრონაჟის ქვეშ აყვანილი. შემოდგომის მსგავსი პანდემიური ტალღა ალბათ არ გვექნება, მაგრამ სამწუხაროდ, 1000 ინფიცირებულიდან 10 ლეტალურად მთავრდება.

ბუნებრივია, ვირუსი რაც უფრო დიდი ხანი ცირკულირებს და ადამიანიდან ადამიანზე ახერხებს გადასვლას, ახალი შტამების აღმოცენების რისკი დიდია. ამიტომაც არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი და დროის მოკლე მონაკვეთში უნდა განხორციელდეს, რადგან ამ დროს ვირუსს შესაძლებლობა აქვს მუტაცია განიცადოს. რაც უფრო დიდი ხანი ცირკულირებს ვირუსი, მუტაციის შესაძლებლობა ერთი ათად ეზრდება“, - განაცხადა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1271 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 301535-ს შეადგენს, ხოლო საერთო ჯამში ვირუსის დამარცხება 284286-მა პაციენტმა შეძლო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.55%.

ამავე თემაზე:

🔴 „ივლისისთვის აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 10-12 ათასამდე უნდა ავიდეს“ - გამყრელიძე

🔴 „დარწმუნებული ვართ, რომ რადიკალური შეზღუდვები არ იქნება“ - ტიკარაძე

🔴 1271 ინფიცირება, 729 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში