მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რეინფიცირების 10 ათასამდე შემთხვევა გვაქვს“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა  ცენტრის დირექტორი
1634032621
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და კოვიდინფექციის რეინფიცირების შესახებ ისაუბრა.

„ბაზებზე ბოლო გადატარებით რეინფიცირების 9-დან 10 ათასამდე შემთხვევა გვაქვს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ კოვიდინფიცირების დღევანდელ მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწყებულია ინფექციის მატების ზესვლა.

გამყრელიძის თქმით, ხვალ ეს მონაცემი შედარებით ნაკლები იქნება.

„ჩვენ უკვე ზესვლა დავიწყეთ. ეს მაჩვენებელი გარკვეულად დაგროვილი შემთხვევებიც არის. ხვალ ეს მონაცემი შედარებით ნაკლები იქნება, მაგრამ 3000-4000-ის ფარგლებში ვიქნებით. ახალი შემთხვევების მატება დაიწყო. თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, პირველ რიგში, ეს პირბადის ტარებას ეხება. ხაზს ვუსვამ ყველგან უნდა ვატაროთ პირბადე. შემთხვევათა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე ყველაზე ნაკლები თბილისში და აჭარაში გვაქვს. რატომ? აცრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს თბილისსა და აჭარაში. სიტუაცია სერიოზულად არის გაუარესებული კახეთში და სამეგრელოში. ამიტომ ყველგან მეტი აცრა არის ჩასატარებელი“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 37 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1623 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა. კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

📣„თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია“ - ივანე ჩხაიძე

📣„ყველა დამსაქმებელს მინდა, ვთხოვო - მოიკითხონ როგორია მათ დაწესებულებაში აცრის მაჩვენებელი“ - ამირან გამყრელიძე