მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რეინფიცირების შემთხვევა ჯერ ლაბორატორიულად არ დადასტურებულა“ - გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1614445847
COVID-19

​დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ​ შემთხვევა ლაბორატორიულად და გენეტიკურად დადასტურებული არ არის.

„რეინფიცირების არც ერთი შემთხვევა ჯერ ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. კვლევაში არის რამდენიმე ათეული შემთხვევა, იქედან უმრავლესობა უკუგდებულია, რამეთუ არ დადასტურდა რეინფიცირება გენეტიკური კვლევებით.

ახლა, ამ ეტაპზე, დღეისთვის არც ერთი რეინფიცირების შემთხვევა ლაბორატორიულად და გენეტიკურად დადასტურებული ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 270 510-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 264 589 პირი.

აგრეთვე დაინტერესდებით:

ინფიცირება - 373, გამოჯანმრთელება - 542 - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისი - 177, იმერეთი - 47 - კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში