მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიღებულ 20 პასუხში COVID-19 არ აღმოჩნდა

რესპუბლიკურის შენობა
1585567063
COVID-19

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიღებული 20 პასუხიდან, ახალი კორონავირუსი არცერთ პაციენტს არ აღმოაჩნდა.

აღნიშნულის შესახებ მედიას საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ექიმმა ლევან გოფოძემ განუცხადა.

ექიმის თქმით, საავადმყოფოდან დღეს 5 პაციენტი გაეწერა.

"ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 39 პაციენტია, ახლა შემოვიდა მე-40. მათგან დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვყავს. გუშინ კვლევა ჩაუტარდა 20 პაციენტს და ყველა შემთხვევაში ნეგატიური პასუხი მივიღეთ. დღეს გაეწერა 5 პაციენტი. რეანიმაციაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ რაღაც პარამეტრები ყოველდღიურად უმჯობესდება", - განაცხადა საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ლევან გოფოძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა გამოვლენილი.