მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიღებული პასუხებიდან 3 პაციენტს კორონავირუსი აღმოაჩნდა

რესპუბლიკურის შენობა
1585915216
COVID-19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიღებული პასუხებიდან სამ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა.

აღნიშნულის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ექიმის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა ნორმალურია და მძიმე ფორმებით არ მიმდინარეობს.

"ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 45 პაციენტია. გუშინდელი ტესტირების შემდეგ 3 პაციენტს კოვიდ დადებითი გამოუვლინდა, ესპაციენტები ჩვენთან ცალკე იზოლირებულად არიან მოთავსებული, მიმდინარეობს მკურნალობა. უნდა აღვნიშნო, რომ არცერთ ამ პაციენტს მძიმე ფორმით ეს დაავადება არ აქვს",-განაცხადა გოფოძემ.