მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ 13 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რესპუბლიკურის შენობა
1585388971
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გობროძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებულ 13 პაციენტისთვის ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა რომ არცერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

"გუშინ რესპუბლიკურ საავდმყოფოში მყოფ 13 პაციენტზე გაკეთდა ტესტი და ცამეტივეზე პასუხი უარყოფითი მოვიდა. დღეს კიდევ 7 პაციენტზე გავაგზავნეთ ტესტი და ველოდებით პასუხებს. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. დღის განმავლობაში დაახლოებით 45-47 პაციენტი მომართავს კლინიკას. ჩვენების მიხედვით, მათ ან კარანტინში ვუშვებთ ან თვითიზოლაციაში ბინაზე", - განაცხადა გობროძემ.

ცნობისთვის, 28 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ქვეყანაში 14 გამოჯანმრთელებული პაციენტია. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.