მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რესპუბლიკური საავადმყოფოს 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რესპუბლიკურის შესასვლელი
1586253962
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

"გუშინ კლვლევა კორონავირუსზე 16 პაციენტს გაუკეთდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. უმრავლესობამ უკვე დატოვა კლინიკა. დღეს კიდევ ჩაუტარდება ტესტი 18 პაციენტს. სულ ჩვენთან დაკვირვების ქვეშ 51 პირი იმყოფება",- აღნიშნა ლევან გოფოძემ.

მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 პაციენტი მკურნალობს და მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა არა რთული. გარდა ამისა, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 2 პაციენტია მოთავსებული, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა ორმხრივი მწვავე პნევმონია აქვთ.

"ორივეს აღენიშნება ორმხრივი მძიემ პნევმონია თანმხლები დაავადებებით, რამაც შემდეგ გამოიწვია სეპტიური შოკი, თავისი გართულებებით. ისინი ბევრად მეტ დახმარებას საჭიროებენ სამედიცინო თვალსაზრისით, ვიდრე კოვიდინფიცირებული. ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზეა",- განაცხადა ლევან გოფოძემ.

საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 39, ხოლო გარდაცვლილია 2 პაციენტი.