მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რესტორნები ბათუმში პირველი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან გაიხსნება

რესტორნები
1614162635
COVID-19

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პირველად გამართა პრემიერ-მინისტრის რანგში სხდომა. მან შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით რეგულაციების შემსუბუქებაზე ისაუბრა.

„რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან.

რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციების და სტანდარტების დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან იქნება მკაცრად გაკონტროლებული“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან ძალაში დარჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️სპორტული დარბაზები მუშაობას 15 მარტიდან განაახლებენ

✔️უმაღლესი სასწავლებლები აუდიტორიებში სწავლას 15 მარტიდან გაანახლებენ

✔️საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან აღდგება