მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის დასრულდება საქართველოში პიკური სეზონი?

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, 2020
1588766048
COVID-19

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიის მათემათიკურად გამოთვლა რთულია. მისივე თქმით, ქვეყანაში პიკური სეზონი მაშინ დასრულდება, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობის კლება სტაბილურად გაგრძელდება.

„საქართველოში პიკური სეზონი დასრულდება მაშინ როდესაც სტაბილურ კლების ტენდენცია იქნება“, - განუცხადა პაატა იმნაძემ PIA.GE-ს.

მისივე თქმით, მოახდენს თუ არა გავენას კორონავირუსი ტურისტულ სეზონზე, ამაზე კომპეტენტური პასუხის გაცემა ერთ თვეში იქნება შესაძლებელი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა დღემდე ინფექციის 610 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელებულია 269 ადამიანი ხოლო გარდაცვლილია 9 მოქალაქე.