მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას? - ვაქცინის შემქმნელის განცხადება 

ვაქცინის შემქმნელი
1605448966
COVID-19

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ამოქმედება მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება, ზამთარში კი, ცხოვრება ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება. ამის შესახებ ვაქცინის ერთ-ერთმა შემქმნელმა BioNTech– ის თანადამფუძნებელმა პროფესორმა უღურ საჰინმა განაცხადა. ინფორმაციას კი, BBC  ავრცელებს. 

გასულ კვირას, BioNTech– ის და Pfizer– ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვაქცინის ტესტირება წარმატებით მიმდინარეობს. ეფექტიანობამ 90% შეადგინა და ადამიანის ინფიცირების ალბათობა მისი გამოყენების შემთხვევაში მინიმალურია.

ტესტირებაში 43 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ვაქცინა ტარდება ორ დოზად, სამი კვირის ინტერვალით.

სავარაუდოდ პირორიტეტი მიენიჭება ასაკოვან ხალხს და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს.

პროფესორი უღურ საჰინი დარწმუნებულია, რომ ვაქცინა ადამიანებს შორის ვირუსის გადაცემას შეამცირებს.

„ძალიან ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ეფექტური ვაქცინით ადამიანებს შორის ინფექციის გადაცემა შემცირდება - 90%-ით არა, მაგრამ ეს შესაძლოა 50%-ით იყოს. ვაქცინა პანდემიის გავრცელების მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს“,- აცხადებს საჰინი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

Pfizer, Moderna, Astrazeneca - რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო

იმნაძე: ვიყოთ რეალისტები, ვაქცინა საქართველოში გაზაფხულამდე არ იქნება

ეს მეცნიერების დიდი გამარჯვებაა, ვულოცავ ყველას! - ბიძინა კულუმბეგოვი Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე