COVID-19

როგორ ემზადება ჯანდაცვა მეორე ტალღისთვის - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრი შეხვედრაზე 7
16:48 ხუთ. 16 ივლისი
დაკოპირებულია

მსოფლიო ჯანდაცვა ამბობს, რომ შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღა მოსალოდნელია და შესაძლოა, ის უფრო „დამანგრეველი“ იყოს.

როგორ ემზადება საქართველოს ჯანდაცვა მეორე ტალღისთვის, ამაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ძლიერდება ინფექციის კონტროლი ჰოსპიტალურ სექტორზე.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საავადმყოფოებში არ გვქონდეს შიდა გადაცემა, საქართველოს ყველა ჰოსპიტალმა საჭიროების შემთხვევაში მიიღოს პაციენტები და მათი მიღება იყოს უსაფრთხო, როგორც პაციენტისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე იქ მყოფი პაციენტებისთვის. მზადების პროცესში ჩართულია რეგულირების სააგენტო, რადგან მოხდეს მითითებების მიცემა, შემდეგ უკვე გადამოწმება, რამდენად მზაობაა ამ კლინიკებში“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე სამედიცინო პერსონალის გადამზადება.

„გადამზადების პროცესი მიმდინარეობს, როგორც რეგულირების სააგენტოს მხრიდან, ასევე საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით.

ასევე, სრულად არის შესწავლილი ის საჭიროება, რამდენი სუნთქვის აპარატი შეიძლება იყოს კლინიკებში, როგორ მოხდება მათი გადანაწილება გეოგრაფიულად. გარკვეულწილად სახელმწიფო კლინიკების გადაიარაღება და ხელახლა მოწყობა ხდება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინას, მინისტრის თქმით, ჯერჯერობით კონკრეტული სიახლე არ არის.

„თუმცა ჩვენ გვაქვს ნამდვილად ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. სოლიდარობის კვლევაში ჩართულობა, ზრდის შანს, რომ პირველივე შესაძლებლობის შემდეგ, როდესაც დადგინდება, რომ ვაქცინა ეფექტურია, საქართველო იქნება იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებისთვისაც გამოყოფილი იქნება ვაქცინის გარკვეული რაოდენობა“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“ -თან საუბრისას.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1006 შემთხვევაა, მათ შორის 883 გამოჯანმრთელებულია, 15 გარდაცვლილი.

დღის ფოტოები მსოფლიოდან, 23 ნოემბერი 2020

კორონავირუსის ვაქცინა, იძულებით გადაადგი...

[dghis-photoebi-msophliodan_o_h.jpeg] კაჭკაჭები და ყვავები ბეწვიდან ტკიპებით იკვ...
22:11 ორშ. 23 ნოემბერი
💡_ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲔᲜᲔᲠᲒᲘᲘᲡ ᲛᲘᲬᲝᲓᲔᲑᲐ ᲓᲠᲝᲔᲑᲘᲗ ᲨᲔᲩᲔᲠᲓᲔᲑᲐ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲣᲑᲜᲔᲑᲨᲘ:_ ➖ ᲡᲐᲛᲒᲝᲠᲘᲡ ᲠᲐᲘᲝᲜᲘ 10:00 საათიდან 16...
00:15
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, პაციენტი დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფ...
00:07
„გვყავს 27 წლის ქალი, რომელსაც 35-ე კვირას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სასიცოცხლო ჩვენებით. ამ ეტაპზე ს...
23:57 ორშ. 23 ნოემბერი
👉 რა ღირს რძის ნაწარმი მსოფლიოში? მსოფლიო ურთულესი გამოწვევის, კორონაპანდემიის წინაშე დგას. ამ ფონზ...
23:44 ორშ. 23 ნოემბერი
ყარაბაღში ნაღმი აფეთქდა

ყარაბაღში ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯან...

ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის რუსი...
23:22 ორშ. 23 ნოემბერი
18:46 ორშ. 23 ნოემბერი
„ევექსის“ ჰოსპიტლების დირექტორი: მნიშვნე...
მისი თქმით, შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა უკვე არსებული რესურსების მაქსიმალურად...
18:28 ორშ. 23 ნოემბერი
ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიციისთვის ქუჩაში დ...
ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, პარლამენტი, სამართლებრივი თვალსაზრისით, სრულიად ლეგ...
18:28 ორშ. 23 ნოემბერი
24-25 ნოემბერს, რეგიონული კონფერენცია ,,...
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტრო, როგორც მ...