მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ გრძნობს თავს ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის შემდეგ - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრი
1616520592
COVID-19

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კოვიდვაქცინაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განუცხადა, ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების შემდგომ არანაირი უკუჩვენება არ ჰქონია.

„თავს კარგად ვგრძნობ. ამ ეტაპზე არანაირი უკუჩვენება, როგორებიცაა ცხელება, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, არ აღმენიშნება. ვაქცინაციამდე შევავსე სპეციალური კითხვარი, რომელსაც დეტალურად გავეცი პასუხი. ვაქცინაციის შემდგომ ვიყავი დაკვირვების ქვეშ, თუმცა, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არანაირი სიმპტომი არ მაქვს და თავს კარგად ვგრძნობ,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა კოვიდვაქცინაცია საჩხერის სამედიცინო დაწესებულებაში ჩაიტარა და განმარტა, თუ რატომ აიცრა ასტრაზენეკას ვაქცინით კონკრეტულად ამ დაწესებულებაში:

„გუშინ საჩხერის კლინიკასა და მედპერსონალთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ისინი ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ. მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორიც რამდენიმე წელი ვიყავი და მიმაჩნია, რომ ამ კლინიკის სამედიცინო პერსონალს, როგორც თვითონ კლინიკას, მრავალწლიანი გამოცდილება და სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის ტრადიცია აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გრძნობენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას. მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე, ექიმებისა და იმ კლინიკისთვის, სადაც ბევრი დადებითი წელი გავატარე. ჩავთვალე, რომ ჩემი ვაქცინაციის აქ ჩატარება იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და დიდი მოტივის მომცემიც როგორც საჩხერის კლინიკის მედპერსონალისთვის, ასევე, ამ რეგიონისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 13 მარტს მიიღო, ხოლო 15 მარტს მედპერსონალისთვის ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

23 მარტს ჯანდაცვის მინისტრი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ეკატერინე ტიკარაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა

✔️ ტიკარაძე: ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა მნიშვნელოვანია