COVID-19

როგორ იქცევიან ეპიდემიის დროს საქართველოს სიდიდის ქვეყნები და მეზობლები - შეჯამება

ნიღბიანი ადამიანის სკულპტურა
18:36 16.10
დაკოპირებულია

მსოფლიოში კორონავირუსის 39 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 29 მილიონი გამოჯანმრთელებულია, 1 მილიონი გარდაცვლილი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნებში შეზღუდვები დაწესდა. შეზღუდვების სიმკაცრე დამოკიდებულია გავრცელების მასშტაბზე. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დღემდე მოქმედებს, გამოცხადებულია კარანტინი და კომენდანტის საათი.

იდენტურია თუ არა დაწესებული შეზღუდვები საქართველოში და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობით მსგავს ქვეყნებში, სადაც ყოველდღიურად კორონავირუსის მიახლოებული ახალი შემთხვევები დასტურდება?

ბოსნია და ჰერცოგოვინა (მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონამდე)

bosnia-da-hertsogovina_o_h.jpeg

🔵 ღიაა სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, რესტორნები და კაფეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, რესტორნები და ბარები 22:00 საათიდან იხურება.

🔵 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ადამიანების რაოდენობა შეზღუდულია. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ღია სივრცეში საზოგადოებრივ შეკრებებს დაესწრებიან, სავალდებულოა პირბადის ტარება. პირბადე სავალდებულოა დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

🔵 ყველა მოგზაურმა უნდა წარადგინოს SARS-CoV-2-ის უარყოფითი პასუხი, თუმცა ტესტი ჩატარებული უნდა იყოს არაუმეტეს 48 საათისა.

ბოსნია და ჰერცოგოვინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, 14 გარდაცვლილია. ჯამში, კორონავირუსის 32 224 შემთხვევაა დადასტურებული.

სლოვენია (მოსახლეობის რაოდენობა 2 მილიონზე მეტი)

slovenia_o_h.jpeg

🔵 წითელ ზონაში მყოფ რეგიონებში აკრძალულია ქორწილები, დღესასწაულები და რელიგიური ცერემონიები.

🔵 აკრძალულია წითელი ზონიდან ნარინჯისფერ ზონაში მყოფ რეგიონებში გადასვლა. თუმცა, ამ შემთხვევაში არსებობს გამონაკლისები, რომელიც ეხება სამსახურში წასვლას, ინდივიდუალურ ეკონომიკურ საქმიანობას, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ჰოსპიტალიზაცია, უძრავი ქონების შენარჩუნება, მშობლების მონახულება, მათზე ზრუნვა, პაემანი, საფლავების მონახულება და ა.შ.

🔵 ნებადართულია ტრანზიტი წითელ ნუსხაში მყოფი რეგიონების გავლით საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის.

🔵 სავალდებულოა პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში. გამონაკლისია 6 წლამდე ასაკის ბავშვები, დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეები, მე-5 კლასის ჩათვლით, როდესაც ისინი საკლასო ოთახში იმყოფებიან. აგრეთვე პირბადეს არ ატარებენ საბავშვო ბაღის აღმზრდელები და პედაგოგები.

🔵 საკლასო ოთახებში სწავლობენ პირველიდან მე-5 კლასის ჩათვლით. დანარჩენი საფეხურის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე არიან. დისტანციური სწავლებაა ასევე მუსიკალურ სკოლებში. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და სპეციალური დაწყებითი სკოლების ბავშვებისათვის საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება სკოლაში ან დაწესებულებაში. პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციურად სწავლობენ.

🔵 წითელ ზონაში მყოფ რეგიონებში ფიტნეს ცენტრებსა და დახურულ სპორტულ ობიექტებში აკრძალულია მომსახურების გაწევა.

🔵 შეზღუდვებია რესტორნებში, კაფეებში, ბარებსა და საკონდიტროებში.

სლოვენიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, 1 გარდაცვლილია. ჯამში, დადასტურებულია კორონავირუსის 10 683 შემთხვევა.

ხორვატია (მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 4 მილიონი)

khorvatia_o_h.jpeg

🔵 სავალდებულოა ფიზიკური დისტანცია, დეზინფექციის ზომები. პირბადის ტარება ნებისმიერ დახურულ სივრცეში.

🔵 არ მოქმედებს კომენდანტის საათი, არ არსებობს შეზღუდვები საქალაქთაშორისო ან სახელმწიფოთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით.

🔵 პირები, რომლებიც ჩასვლისთანავე PCR ტესტირების უარყოფით პასუხს არ წარადგენენ, დაექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო იზოლაციას.

ხორვატიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 793 შემთხვევაა დადასტურებული, 10 გარდაცვლილია. ჯამში, დადასტურებულია კორონავირუსის 22 534 შემთხვევა.

რა ხდება მეზობელ ქვეყნებში?

სომხეთი

somkheti_o_h.jpeg

🔵 15 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე სკოლებში არდადეგები გამოცხადდა.

🔵 დაიხურა საბავშვო ბაღები, ხელოვნების, მუსიკისა და სპორტული სკოლები. კოლეჯები და უნივერსიტეტები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

🔵 მთავრობის მოწოდებაა, ყველა შესაძლო შემთხვევაში დისტანციურ მუშაობაზე უნდა გადავიდნენ, განსაკუთრებით 65 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანები, აგრეთვე ქრონიკული დაავადების მქონე პირები.

მთავრობა მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებას სთხოვს, რადგან მათი თქმით, საომარ მდგომარეობაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გამოიწვევს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას, საწოლების ნაკლებობას.

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 371 შემთხვევაა დადასტურებული, 7 გარდაცვლილი. ჯამში, დადასტურებულია კორონავირუსის 59 995 შემთხვევა.

აზერბაიჯანი

azerbaijani_o_h.jpeg

🔵 2 ნოემბრამდე საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიკეტა.

🔵 სამთავრობო უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა 30%-მდე შემცირდა, დანარჩენები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. მთავრობა იგივე რეკომენდაციით მიმართავს კერძო სექტორს და სხვა სფეროებში მოქმედ ორგანიზაციებს.

🔵 19 ოქტომბრის 00:00 საათიდან 2 ნოემბრის 06:00 საათამდე შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 530 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, 3 გარდაცვლილია. ჯამში, დადასტურებულია კორონავირუსის 43 280 შემთხვევა.

რუსეთი

ruseti_o_h.jpeg

🔵 კომპანიები დისტანციურ მუშაობაზე არიან გადასულები

🔵 19 ოქტომბრიდან სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ.

🔵 ხელისუფლებამ გასცა რეკომენდაცია, 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადების მქონე პირები სახლში დარჩნენ.

რუსეთმა 1 ვაქცინა უკვე დაარეგისტრირა. 60 წელს გადაცილებულ მოხალისეებზე ვაქცინის კვლევა დაიწყო.

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 754 შემთხვევაა დადასტურებული, 286 გარდაცვლილია. ჯამში დადასტურებულია კორონავირუსის 1 354 163 შემთხვევა.

თურქეთი

turketi_o_h.jpeg

🔵 პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

🔵 კომენდანტის საათი მოქმედებს მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს. აგრეთვე, 65 წელს ზევით ასაკის პირები 20:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე სახლში რჩებიან.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ყოველდღიურად კორონავირუსის შემთხვევების მატებაა, საყოველთაო კომენდანტის საათის ან დამატებითი შეზღუდვების შემოღებას არ განიხილავს. მათი გეგმაა, საყოველთაო ტესტირება, რომელიც ჩატარდება ინფიცირებულების გამოსავლენად. აგრეთვე ჩატარდება ტესტირება ანტისხეულებზე, იმის დასადგენად, ვინ გადაიტანა ვირუსი ისე, რომ არც კი შეუმჩნევია (უსიმპტომოდ).

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 693 შემთხვევა გამოვლინდა, 66 გარდაიცვალა. ჯამში, დადასტურებულია კორონავირუსის 342 143 შემთხვევა.

და ბოლოს, რა ხდება საქართველოში

tbilisi_o_h.jpeg

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატებაა. შესაბამისად, არსებულ შეზღუდვებს კიდევ რამდენიმე დაემატა.

🔵 დახურულ სივრცეში, ტრანსპორტში სავალდებულოა პირბადის ტარება. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ.

🔵 აკრძალულია ქორწილი, იუბილე, ნათლობა და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები.

🔵 ღია სივრცეში 200-ზე მეტი ადამიანის დაშვება აკრძალულია.

🔵 დაწყებითი კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლობენ, დანარჩენები დისტანციურად. დისტანციურზე არიან უნივერსიტეტები, თუმცა სტუდენტები აუდიტორიებს 19 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან.

🔵 თბილისში, იმერეთსა და აჭარაში რესტორნები და ბარები საღამოს 22:00 საათიდან იხურებიან.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
25 ოქტომბერს, ღამის 23:00სთ-დან 26 ოქტომბრის დილის 07:00 სთ-მდე გლდანის რაიონში, ხერგიანის ქუჩაზე ჯო...
45 წუთის წინ
ზუგდიდში ეზოების კეთილმწოყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშოების მიმდინარეობას თამარ მეფის ქუჩაზე...
47 წუთის წინ
ასპინძაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 87 წლის ქალი, რომელსაც ქრონიკული დაავადე...
52 წუთის წინ
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი საპ...
17:11
ცესკო აგრძელებს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებას დაგვიკავშირდით 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე! -...
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, სამკურნალო სტაციონარუ...
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები იმართება
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები ტარდება. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian ავ...
თენგიზ ზენაიშვილი: ეს სახლი არის ჩემი პი...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკი...
ვახტანგ გომელაური ზუგდიდში იმყოფება
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური...