მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ მოხდება გრიპისა და კორონავირუსის სიმპტომების გარჩევა? - გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1600954456
COVID-19

„ქვეყანაში ოქტომბერში 135 000 დოზა გრიპის ვაქცინა იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შესყიდული“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნია აცხადებს, რომ გრიპისა და კორონავირუსის სიმპტომები თითქმის მსგავსი იქნება, თუმცა ამის გარჩევა შესაძლებელია ტესტირების გზით.

„ჩვენ მაქსიმალურ მობილიზებას მოვახდენთ იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ტესტირება ამბულატორიულ პირობებში კორონავირუსის გამოსარიცხად. გრიპის მართვა ბინაზე წარმატებით არის შესაძლებელი. ამდენად, ხელის ჰიგიენა, პირბადის გამოყენება და ფიზიკური დისტანცირება, ის მექანიმზებია, რომლებიც ორივე შემთხვევაში ძალიან კარგად დაგვიცავს.

რაც შეეხება გრიპის ვაქცინაციას, ქვეყანაში უკვე ოქტომბერში 135 000 დოზა ვაქცინა იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შესყიდული. სკოლის მოსწავლეების მასიური ვაქცინაცია არც ტარდება და ამის აუცილებლობაც არ არის, რადგან ვაქცინაცია ძირითადად მაღალი რისკის ჯგუფებისთვის არის, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და ასევე, ასაკოვანი ადამიანები“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში თამარ გაბუნიამ.