მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ უნდა დაიკრძალოს კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობა
1585248720
COVID-19

ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომენდაციების ტექსტს "რადიო თავისუფლება" აქვეყნებს.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის ბრძანებისა და #16 დანართის თანახმად:

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;

ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;

სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.

საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.