მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ უნდა იმკურნალოს კოვიდინფიცირებულმა ბინაზე - ამირან გამყრელიძის განმარტება

გამყრელიძე ამირან
1607186010
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმკურნალოს კოვიდინფიცირებულმა ბინაზე.

„კორონავირუსული ინფექციის 85% უსიმპტომოდ და მსუბუქად მიმდინარეობს. ამ ადამიანებს არავითარი მკურნალობა, გარდა იზოლაციისა, არ სჭირდება, რომ მან კიდევ სხვას არ გადასდოს. სხვა არაფერი არ გჭირდებათ. საჭიროა ბევრი სითხის მიღება, აქტიურად სიარული სახლში ან ეზოში და დაკვირვება საკუთარ თავზე“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, საშიშია ნამდვილად, რომ ოჯახის წევრს არ გადაედოს ვირუსი.

„სწორედ ამიტომ, თუ ადამიანს თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს, სახელმწიფომ შემოიღო კოვიდსასტუმროები“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

მისი თქმით, თუ ადამიანს აქვს ისეთი თანმხლები დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი წნევა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები და ა.შ. სასურველია ექიმის დაკვირვების ქვეშ იყოს.

„თუ პაციენტი ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ყოველთვის გამოინახება ადგილი“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 „გაზაფხულზე ამდენი და ასეთი მძიმე შემთხვევები რომ ყოფილიყო, 2 კვირაც ვერ გავუძლებდით“ , - ამირან გამყრელიძე

👉 ეპიდვითარება საქართველოში