მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორი ეპიდვითარებაა ქვეყნებში, რომლებსაც საქართველომ საზღვარი გაუხსნა

კორონავირუსის სტატისტიკა
1596128798
COVID-19

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველომ საზღვრები ჩაკეტა. 8 ივლისს კი, გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის 5 ქვეყანას საზღვარი უპირობოდ გაუსხნას. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი.

ეპიდვითარება მსოფლიოში

გერმანიაში კორონავირუსის 209,300 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 192,000 გამოჯანმრთელებულია, 9,217 გარდაცვლილი. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 489-ით გაიზარდა, 5 გარდაიცვალა.

საფრანგეთში კორონავირუსის 185,196 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 81,311 გამოჯანმრთელდა, 30,238 გარდაიცვალა.

ლატვიაში კორონავირუსის 1,228 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1,052 გამოჯანმრთელებულია, 31 გარდაცვლილი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი მხოლოდ 4-ით გაიზარდა.

ლიეტუვაში კორონავირუსის 2,062 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1,643 გამოჯანმრთელდა, 80 გარდაიცვალა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიეტუვაში 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ესტონეთში კორონავირუსის 2,051 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1,926 უკვე გამოჯანმრთელდა, 69 კი, გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ესტონეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 9-ით გაიზარდა.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას, კორონავირუსის 1160 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 935 გამოჯანმრთელებულია, 17 გარდაცვლილი.