მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორი ეპიდვითარებაა მსოფლიოში

კორონავირუსის ახალი მონაცემები
1597295966
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსის 20,807,726 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 13,707,555 გამოჯანმრთელებულია, 747,268 გარდაცვლილი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 67,066 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გარდაიცვალა 950 კოვიდინფიცირებული. ინდოეთი მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით მესამე ადგილს იკავებს. იქ კოვიდის 2,395,471 შემთხვევაა დადასტურებული.

პირველ ადგილზეა აშშ 5,360,302 დადასტურებული შემთხვევით. ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 54,345 შემთხვევაა გამოვლენილი. მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს 3,170,474 დადასტურებული შემთხვევით. ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 58,081 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1,164 კოვიდინფიცირებული.

მეოთხე ადგილზეა რუსეთი, სადაც კორონავირუსის 902,701 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 710,298 გამოჯანმრთელებულია, 15,260 გარდაცვლილი.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსის 1278 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1058 გამოჯანმრთელებულია, 17 გარდაცვლილი.