მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორი წესით უნდა დაიკრძალოს კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი - გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020
1585992823
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება კორონავირუსით გარდცვლილი ადამიანის დაკრძალვასთან დაკავშირებით.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სასურველი და აუცილებელია რეკომენდაციის მიხედვით მოხდა ვირუსის ინფიცირებით გარდაცვლილი გვამის გაპატიოსნება.

"აინტერესებს ყველას რა პროცედურები ტარდება ვირუსით გარდაცვლილ ადამიანთან და რას ახორციელებს შესაბამისი სამსახურები. ჩვენთან შესაბამისი რეკომენდაციები არსებობს დამტკიცებული ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. დაცული უნდა იქნას ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რასაც ეს დოკუმენტი გულისხმობს. ეს არ გახლავთ ისეთი მძიმე, მაგალითად როგორიც არის ებოლას ან სხვა ცხელებების დროს. ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ამ დოკუმენტშია მითითებული და რეკომენდირებული, დაცული უნდა იყოს სრული სიზუსტით. ამ დოკუმენტს გაცნობილია ყველა კლინიკა, სადაც დღეს კორონავირუსული, ინფიცირებული ადამიანები ბრძანდებიან. კოვიდინფიცირებით ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში როგორ უნდა გაპატიოსნდეს. არსებობს გვამისთვის სპეციალური ჩანთები და არის ქვეყანაშიც რა თქმა უნდა, სადაც შესაბამისი დამუშავებით თავსდება. შემდგომ ეს ჩანთა ტრანსპორტირდება სამედიცინო დაწესებულების სპეციალურ გამოყოფილ სივრცეში და უკეთდება შესაბამისი, მისანიშნებელი. გვამის დროებითი დაყოვნებისას სათავსოში ხდება ჩანთის გარე ზედაპირის სადეზინფქციო დამუშავება. სათავსოში გვამის განთავსებიდან არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს ახლობლებს. მათ კარგად უნდა აუხსნან შემდგომი სარიტუალო პროცედურები და ისინი უნდა მიჰყვნენ პროცედურება. სასურველი და აუცილებელია, რომ კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე. სასურველია არ იყოს ტრადიციული მისამძიმრებები", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.