მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ლევან რატიანის განმარტება

საუნივერსიტეტო კლინიკა
1619180035
COVID-19

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება.

„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ბატონი კახის მდგომარეობა დინამიკაში გვაქვს უარყოფითი, იმის მიუხედავად, რომ მკურნალობა მიდიოდა ყველაფრის მოცვით. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება მძიმე“, - განმარტა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, კლინიკაში 160 ინფიცირებული პაციენტი წევს და ექიმების ჯგუფი, რომელიც გასულ წელს კორონავირუსთან ბრძოლაში იყო ჩართული, ახლაც ამ მიმართულებით სრული დატვირთვით მუშაობს.

„ბოლო ორი კვირაა, სამწუხაროდ, კლინიკაში თავისუფალი საწოლები არ გაგვაჩნია“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი მსახიობი კახი კავსაძე პოსტკოვიდური გართულებებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი თვეა მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 301535-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 284286 და გარდაცვლილია 3992 ადამიანი.