მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა
1603605344
COVID-19

Worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 42 მილიონს უახლოვდება.

ამავე მონაცემების თანახმად, ყოველდღიურად იზრდება ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა. 25 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდინფექციისგან სულ გარდაცვლილია 1 154 857 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 31 მილიონს აღემატება.

კვლავ მზარდი დინამიკაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვირუსის გავრცელებლის მაჩვენებლის მიხედვით აშშ მსოფლიო მასშტაბით მოწინავე პოზიციაზეა. გლობალურად პირველ ხუთეულში კოვიდ 19-ის გავრცელების კუთხის შტატების შემდეგ ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთის ფედერაცია და ესპანეთი ლიდერობენ.

ინფორმაციისთვის, კოვიდვირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.