„თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც იგივეა, რაც გუშინ. სტაბილური მდგომარეობაა, ცვლილებების გარეშე, იგივე სიმპტომებით“, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა.
მისი თქმით, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელს დამატებითი კვლევები მომავალ კვირაში ჩაუტარდება.
„მომავალ კვირას გაკეთდება დამატებითი კვლევები. თუ საჭირო გახდება შეიცვლება მკურნალობის სტრატეგია“, - აღნიშნეს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ კოვიდინფიცირებულია თენგიზ ცერცვაძის მეუღლეც. ანა თოფურია სახლში მკურნალობს.
👉 ინფორმაციისთვის, თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა.