მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორია ვაქცინების დამზადების ტექნოლოგია - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

დანიაში ვაქცინაცია შეაჩერეს
1619205711
COVID-19

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვაქცინების დამზადების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ვრცელ განმარტებას აკეთებს.

ინფექციონისტის თქმით, ვაქცინების დამზადების ხუთი ტექნოლოგია არსებობს.

ცერცვაძის განმარტებით, ვაქცინის დამზადების თითოეული ტექნოლოგია ერთმანეთისგან განსხვავდება.

ამასთან, ცერცვაძის თქმით, მას უკვე გაკეთებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა, მეორე ჯერზე ჩინური ვაქცინით გეგმავს აცრას.

„მე უკვე ვაქცინა გაკეთებული მაქვს, როდესაც მომიწევს მეორედ ვაქცინის გაკეთება, თამამად ავიცრი ჩინური ვაქცინით, რადგან ის დამზადებულია ტრადიციული ტექნოლოგიით. მოდით ესეც ვთქვათ, მას ნაკლები ეფექტი აქვს, მაგრამ უსაფრთხოა.

ვაქცინის დამზადების 5 ტექნოლოგია არსებობს. ყველაზე ძველი და ტრადიციულია, როდესაც ორგანიზმში შეჰყვათ ცოცხალი დასუსტებული ვირუსი. შემდეგი ისევ ძველი ტექნოლოგიაა, ეს არის როდესაც შეჰყავთ დახოცილი ინაქტივირებული ვირუსი, მთელი თავისი ცილებით და კომპონენტებით. ასეთია ჩინური ვაქცინები „სინოვაკი“ და „სინოფარმი“.

ასევე, არის საშუალო ტექნოლოგია ძველსა და ახალს შორის, რომელსაც იყენებს „ნოვოვაქსი“ და მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე კარგი ვაქცინა იქნება, როდესაც შეჰყავთ არა ვირუსი, არც ცოცხალი, არც დახოცილი, არამედ ვირუსისგან გაწმენდილი და გამოტანილი ცილები. ეს არის ანალოგი იმისა, როგორიც არის გრიპის ვაქცინა.

ასევე არსებობს ვაქცინის დამზადების ორი ახალი ტექნოლოგია, როდესაც შეჰყავთ RNM-ი, არა ცილა, არა ვირუსი, RNM-ი. ეს არის „მოდერნა“ და „ფაიზერი“. RNM-ი აძლევს ინსტრუქციას, რომ გამოიმუშაოს ვირუსის ცილები და ამ ცილების მიმართ იგივე ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს ანუ გარკვეული საფეხურებია.

მეხუთე ტექნოლოგია არის ე.წ. ვექტორული, რომელსაც მიეკუთვნება „ასტაზენეკა“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ და რუსული ვაქცინა, როდესაც ისევ შეჰყავთ ინფორმაცია RNM-ი, მაგრამ შეჰყავთ არა ცილის გარსში გახვეული, როგორც „ფაიზერს“ და „მოდერნას“, არამედ შესაყვანად იყენებენ ადენოვირუსს, რომელიც უწყინარი ვირუსია.

ამ ადენოვირუსში ჩანერგავენ ინფორმაციას კორონავირუსის ცილების მისაღებად, ადენოვირუსს შეუყვანენ ორგანიზმში, ადენოვირუსი იშლება, გამოათავისუფლებს ინფორმაციას და ხდება ისევ ცილების წარმოება“, - განაცხადა ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 301535-ს შეადგენს, ხოლო საერთო ჯამში ვირუსის დამარცხება 284286-მა პაციენტმა შეძლო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.55%.

ამავე თემაზე:

🔴 „ალბათობა, რომ კორონავირუსის ინდური შტამი ფართოდ გავრცელდება, შედარებით ნაკლებია“- ცერცვაძე