მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როგორც კი ახალი ტალღა წამოვა, მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა გვექნება“ - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
1632392995
COVID-19

„დღეს ეს არის გადამწყვეტი. ვიქნებით აცრილი? - არ იქნება სიკვდილიანობა. არ ვიქნებით აცრილი და სამწუხაროდ იგივე დღეები მოგველის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ვაქცინაციის ტემპის შენელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც „ფორმულას“ ეთერში იმნაძემ აღნიშნა, დაახლოებით იმის მეოთხედია აცრილი, რაც დაგეგმილი იყო.

იმნაძის თქმით, ეს არასაკმარისია.

„ბატონ თენგიზ ცერცვაძეს შეფასებებში დავეთანხმები. დაახლოებით იმის მეოთხედია აცრილი, რაც დაგეგმილი გვქონდა. შესაბამისად, როგორც კი ახალი ტალღა წამოვა, ეს ნიშნავს რომ ისევ გვექნება არა მარტო ძალიან მაღალი ავადობა, არამედ ძალიან მაღალი სიკვდილიანობა.

ისრაელში ჩვენზე მეტია ავადობა, მაგრამ სიკვდილიანობა ჩვენზე 10-ჯერ ნაკლებია. ასევე, რომ შევადაროთ ჩვენნაირ ქვეყანას, მაგალითად სერბეთს. სერბეთში ავადობა თითქმის ისეთია როგორიც ჩვენთან, მაგრამ ჩვენზე გაცილებით ნაკლები სიკვდილიანობაა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის ისეთი მოცვა არ აქვს, როგორც დიდ ბრიტანეთს. სერბეთს თავისი მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცრილი ჰყავს.

დღეს ეს არის გადამწყვეტი. ვიქნებით აცრილი? - არ იქნება სიკვდილიანობა. არ ვიქნებით აცრილი და სამწუხაროდ ჩვენ იგივე დღეები მოგველის“, - აცხადებს იმნაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე ფაიზერის ვაქცინის რა რაოდენობის ვადის გასვლაზეა საუბარი, იმნაძე რაოდენობას არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ რაოდენობა ბევრია.

„რაოდენობა საკმაოდ ბევრია. ძირითადად დეკემბრისთვის ვარგისიანობის ვადით არის. რაც შეეხება, სინოფარმს და სინოვაკს, მათ 2-3 წლის ვარგისიანობის ვადა აქვთ. ასე რომ ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში ნამდვილად არ იქნება. ბევრი ქვეყნისთვის სანატრელი ვაქცინები გვაქვს და ამ დროს ჩვენი მოსახლეობა ამას არ იყენებს. ეს გულსატკენია“, - დასძინა იმნაძემ.

ამავე თემაზე:

🔴 აშშ-მა „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 12 948 ადამიანი აიცრა