მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომელ ასაკობრივ ჯგუფშია ყველაზე მეტი ინფიცირებული პაციენტი საქართველოში?

ინფიცირებული პაციენტი
1603803047
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების 50% 30-დან 59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 80 წლიდან ზემოთ ასაკის პაციენტები ინფიცირებულების საერთო რაოდენობის მხოლოდ 2%-ს შეადგენს.

  • „0-დან 1წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გვაქვს ინფიცირების მაჩვენებელი 1%, ჯამში 473 შემთხვევა;
  • 2-დან 18 წლამდე - 13%, სულ 4058 შემთხვევა;
  • 19-დან 29 წლამდე გვაქვს 16% ანუ 5000 შემთხვევა;
  • ყველაზე დიდი ჯგუფია 30-დან 59 წლამდე, რომელზეც ინფიცირებულების 50% მოდის, სადაც 16 174 შემთხვევაა დადასტურებული.
  • 60-დან 79 წლამდე არის 18% და 80 წლიდან ზემოთ ჯგუფზე იფიცირების შემთხვევების 2% მოდის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, ლეტალური შედეგების ყველაზე მეტი, 53,4% 70 წელს ზემოთ პაციენტებზე მოდის.

„რაც შეეხება სიკვდილიანობას, მისი თქით, გარდაცვლილების 15% არის 60 წელს ქვემოთ, 30% არის 60-70 წლის ასაკში და გარდაცვლილი პაციენტების 53,4% 70 წელს ზემოთაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 12 632 და გარდაცვლილია 238 ადამიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 27 ოქტომბრის მონაცემებით

👉 კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი - 27 ოქტომბრის სტატისტიკა

👉 საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

👉 კორონავირუსის სტატისტიკა - მუდმვად განახლებადი ინფორმაციები