COVID-19

რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო და ვინ აიცრება პირველ რიგში - გამყრელიძის განმარტება

გამყრელიძე ამირან
1606213511
დაკოპირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც დაამტკიცებს და დასტურს მისცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

გამყრელიძის თქმით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი აიცრება.

„პირველი ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი არიან ჩემი კოლეგები. პირველ რიგში ყველგან სამედიცინო პერსონალი აიცრება. ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს სამედიცინო პერსონალის აცრას, რადგან ყველაზე მოწყვლადი ჩვენ ვართ. მეორე რისკ ჯგუფი იქნება ხანდაზმულები და სადაც არის სხვა თანმხლები დაავადებები. დანარჩენი კიდევ იქნება განხილული, როგორიც არის მოხუცთა სახლები, თავშესაფრები და ასე შემდეგ. თუმცა, პირველ რიგში ყველა ქვეყანა მიმართავს სამედიცინო მუშაკების აცრას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის კოვიდზე ვაქცინა უფასო იქნება.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველომ ვაქცინის შესასყიდად წინასწარი შენატანი უკვე გადარიცხა.

„საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც დაამტკიცებს და დასტურს მისცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს იქნება ან ოქსფორდის, „ფაიზერის“, ან „მოდერნას“ ვაქცინა. იცით, რომ ამ ვაქცინებს ლოჯისტიკის სამკაოდ გართულებული მექანიზნები აქვთ. ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ისინი ექვემდებარებიან -70 გრადუსზე შენახვას. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კომპანიებთან, რომ ამ ტიპის სამაცივრე დანადგარებით ქვეყანა აღჭურვილი იყოს. შეკვეთილი გვაქვს მოსახლეობის 20%-ის მოცვისთვის. ეს არის 700 000 ადამიანი.

ვაქცინა კეთდება ორჯერ, 3 ან 4 კვირის გამოშვებით. წინასწარი შენატანი 4 მლნ დოლარი გადარიცხულია. როგორც კი დაამტკიცებენ, ეს საქართველოსთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ განვიხილავთ სხვა ალტერნატიულ გზებს, იმისთვის, რომ ადრეულ ეტაპზე იყოს ხელმისაწვდომი“, - დასძინა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, 24 ნოემბერს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ განიხილება ისეთი ტიპის შეზღუდვების დაწესება, რომელიც ზოგადად ყველა ქვეყანაშია გამოყენებული.

ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფექცია 3128 ადამიანს დაუდასტურდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ტიკარაძე: პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია საკმარისი რაოდენობის ტესტირება ჩატარდეს

🔴 გამყრელიძე: პიკში შევედით - არ ვიცით, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება

პალაუს დროშა

შავ ზღვაში გემი ჩაიძირა

თურქეთის გუბერნატორის თქმით, 17 იანვარს შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მოძრავი სატვირთო გემი ჩაიძირა. ინფორმაციას „hurriyetdailynews“ ავრცელებს.

მოსკოვში შერემეტოვოს აეროპორტში ალექსეი ნავალნისთან პასპორტ კონტროლის დროს პოლიცია მივიდა და მოსთხოვეს მათ გაჰყოლოდა. 

1610907219

არასამთვრობო ორგანიზაცია საიას თავმჯდომარედ ასოციაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას საია ავრცელებს.

1610905716

მოსკოვში „ვნუკოვოს აეროპორტში“, სადაც ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები ელოდებოდნენ, მოულოდნელად რამდენიმე საათით დაიხურა და თვითმფრინავებს არ იღებს.

1610902736

OMON–ის ოფიცრები ცდილობენ მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტში ხალხი დაშალონ, რომლებიც ვნუკოვოს აეროპორტის შესასვლელში ალექსეი ნავალნის ელოდებიან. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

1610900654
ვოლსკი პარლამენტში

გია ვოლსკი: მანდატების გაუქმება გარდაუვალი იქ...

„მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე“ - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ამის საფუძველს ქმნის მხოლოდ კომპეტენტური კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ვერანაირად ვერ გააყალბებ.

ზურაბ ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ივანიშვილი...

„არ მჯერა, რომ ის სადმე წასვლას აპირებდეს ან საფრანგეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. პირიქით მგონია, რომ იმდენად დარწმუნებულია საკუთარ უსაფრთხოებაში, მათ შორის ეგ არის მთავარი მიზეზი რის გამოც გადადგა ეს ნაბიჯი და გაიწია პოლიტიკის წინა ხაზებიდან.

მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-...

მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო.

მიტროპოლიტი თეოდორე: არ შეიძლება, რომ ვა...

ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორეს განცხადებით, აუცილებელია, რომ კორონავირუსის კონკრეტული პრეპარატების შესახებ იყოს საუბარი და ახსნა, თუ რა უკუჩვენებები გააჩნიათ მათ, როგორ იცავენ ისინი ადამიანებს. მისი თქმით, არ შეიძლება ვაქცინას უკუჩვენებები არ ჰქონდეს.