მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომელი პირბადეა უფრო ეფექტური კორონავირუსის დროს - ზახაშვილის განმარტება

პირბადე აფთიაქებში
1603803619
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი განმარტავს თუ რომელი პირბადე იცავს ადამიანებს ეფექტურად კორონავირუსის პანდემიის დროს.

ზახაშვილი პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველგვარ ეფექტს მოკლებულია ნიღაბი, რომელიც არასწორად არის გამოყენებული.

ზახაშვილის თქმით, სამედიცინო ნიღაბი ვერ იქნება პრევენციის გარანტია, თუ მას არ ახლავს რამდენიმე სწორი ქმედება.

ზახაშვილი აცხადებს, რომ ყველაზე დიდი ეფექტურობით სამედიცინო, 3 შრიანი ნიღაბი გამოიყენება.

„დღეისათვის მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჩვეულებრივი მოხმარების ნიღბებს შორის ყველაზე მეტად ეფექტურია 3 შრიანი სამედიცინო პირბადე. შემდეგი ეფექტურობით გამოირჩევა 2 შრიანი სამედიცინო ნიღაბი, თუმცა გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მაღალშრიან ნიღბებსაც, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რამდენი შრისგან შედგება. რაც უფრო მეტ შრიანია, ალბათობა რომ შეაკავებს ვირუსს უფრო მაღალია. სამედიცინო ნიღაბი ვერ იქნება პრევენციის გარანტია, ამას თან უნდა ახლდეს რამდენიმე სწორი ქმედება.

ეს არის სწორად რისკის შეფასება სად იმყოფებით, სწორად პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და გარემოს ვენტილაცია, სადაც იმყოფებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ზოგს ნიღაბი უკეთია, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად. ყოველგვარ ეფექტს მოკლებულია ნიღაბი, რომელიც არასწორად არის გამოყენებული. ყველაფერს აქვს თავისი წესი და არასწორი წარმოდგენა, რომ ჯანმრთელ ადამიანებს უნდა გეკეთოთ უკუღმა, რატომღაც დამკვიდრდა ჩვენს საზოგადოებაში“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან დღემდე, 27 ოქტომბრამდე კოვიდვირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული.

აგრეთვე წაიკითხეთ: