მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომის პაპი: მდიდარმა ქვეყნებმა Covid-19-ის ვაქცინა პრიორიტეტულად არ უნდა მიიღონ

ფრენცისი, პაპი
1597834767
COVID-19

რომის პაპის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნისას, მდიდარ ქვეყნებს არ უნდა მიენიჭოთ უპირატესობა.

პაპმა ფრანცისკემ აღნიშნულზე აქცენტი ვატიკანში, 19 აგვისტოს, მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა ქვეყნებს, შეწყვიტონ ვაქცინის ნაციონალიზაცია.

„პანდემია კრიზისია, საწყენი იქნება თუ მდიდარ ქვეყნებს მიენიჭებათ უპირატესობა Covid-19 -ის ვაქცინის შექმნისას, ღარიბებს სჭირდებათ დახმარება. აუცილებელია, ვიპოვოთ წამალი პატარა, მაგრამ საშინელი ვირუსისგან განსაკურნებლად, ვირუსისგან, რომელმაც მსოფლიო მუხლებზე დააჩოქა“. - განაცხადა პაპმა.

ცნობისთვის, 18 აგვისტოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებიც პირად ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ და ფიქრობენ პირველებმა აწარმოონ ვაქცინა, პანდემიას აუარესებენ.

„თითოეული ქვეყნის ეროვნული ინტერესია სტრატეგიული და გლობალური მოქმედება“.- აღნიშნა გებრეისუსმა და დასძინა, ცალკე აღებული ქვეყანა ვერ იქნება უსაფრთხოდ, სანამ მსოფლიო არ იქნება უსაფრთხოდ. შესაბამისად, მისი თქმით, ვაქცინების ნაციონალიზაცია უნდა დასრულდეს.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 22 მილიონს გადააჭარბა.