მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როცა რუჯს იღებ, იქ არავინ მოგთხოვს პირბადის გაკეთებას“- პაატა იმნაძე

რუჯის მიღება პირბადით
1622704832
COVID-19

„მთავარია გავითავისოთ ის, რომ პირბადე არის საწინდარი იმის, რომ ყველა სხვა რეგულაცია მაქსიმალურად მოიხსნას, იმიტომ რომ ეს ერთადერთ ძირითად გავრცელების საწინააღმდეგო იარაღად რჩება“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

როგორც ის აღნიშნავს, პირბადის მოხსნა-არ მოხსნა არ არის ახირება, ეს დამოკიდებულია თუ როგორია მოსახლეობაში აცრილთა რაოდენობის წილი და როგორი იქნება ავადობის მაჩვენებელი ასი ათას მოსახლეზე.

„ტურისტულ ადგილებში თუ ეპიდაფეთქებები დაიწყო, ადამიანები არ წავლენ ასეთ სივრცეებში. ჯერჯერობით ინფიცირებულთა კლება არის, მაგრამ იმ ტემპით არა, როგორი ტემპითაც გაგვიხარდებოდა რომ ყოფილიყო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ასი ათას მოსახლეზე ავადობით ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვართ.

უნდა დავიცვათ რეგულაციები, ზღვაში მართლა არ არის პირბადე სავალდებულო ან როცა შენ ახლობლებთან ერთად ხარ და რუჯს იღებ, იქ არავინ არ მოგთხოვს პირბადის გაკეთებას, მაგრამ როდესაც გამოხვალ ბულვარში, უამრავი ხალხი სეირნობს და დისტანციის დაცვა შეუძლებელია, იქ, რა თქმა უნდა, აუცილებელია.

გარე სივრცეში პირბადის მოხსნის რეკომენდაცია, პირველ რიგში, დამოკიდებულია ქვეყანაში აცრების ჩატარების რაოდენობაზე, ეს პირდაპირ ბმაშია აცრილთა პროცენტულ წილზე, საზოგადოებაში ასი ათას მოსახლეზე როგორ არის ვირუსის გავრცელება, ასევე, კიდევ ანგარიშდება ვირუსის გავრცელება როგორ არის რეგიონების მიხედვით.

იმედი გვაქვს, ზაფხულის თვეში მინიმუმამდე დავიყვანთ ავადობას, მაგრამ ვირუსი არსად წავა, არ გაქრება და შესაბამისად, შემოდგომაზე დაავადება ისევ დაიწყებს მატებას.

გეგმის მიხედვით, შემოდგომისთვის მოსახლეობის 60% თუ გვეყოლება ორჯერადად აცრილი, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ზამთარი ჩვეულებრივთან მიახლოებულად გავატაროთ “- განაცხადა პაატა იმნაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ერთ მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით, ევროპაში 30-ე ადგილზე ვართ“- თენგიზ ცერცვაძე

✅„მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ, თუ თქვენს გარშემო ყველა აცრილია“ - პაატა იმნაძე

✅„ის რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა ნორმალურია“ - ნანა გეგეჭკორი