მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როცა ვნახეთ რა შედეგი მოჰყვებოდა აქციებს, დროულად მოვახერხეთ საწოლფონდის მობილიზება“ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი
1606210332
COVID-19

„რასაც ხშირად მთავრობას გვსაყვედურობენ საწოლფონდის მობილიზაციაა, თუ რამდენად დროულად და სწრაფად ხდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ქუჩაში გამართულ აქციებს, დროულად მოახერხეს საწოლფონდის მობილიზება.

„ოქტომბრის თვეში გვქონდა მობილიზებული მხოლოდ 3 300 საწოლი, დღეის მდგომარეობით კი უკვე გვაქვს 7 000 საწოლამდე, რითაც ვცდილობთ ვმართოთ ნაკადები.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვზრუნავთ სასტუმრო სექტორის მობილიზაციაზეც.

სასტუმროებს აქვთ საშუალება, რომ პაციენტებმა მიიღონ სტაბილიზაციის კომპონენტები, რაშიც მათთვის ჟანგბადის მიწოდება იგულისხმება“, - დასძინა მან.

აგრეთვე მისი თქმით, მათ კლინიკების წარმომადგენლებთან საწოლფონდის ეფექტურ მართვასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„ოქტომბერში საწოლფონდზე საშუალო დაყოვნება გვქონდა 8.52 და ინტენსიურ საწოლზე კი 10.25 დღე. სამინისტროს აქტიური ჩართულობით დაყოვნება სტაციონარში გვაქვს თერაპიულ საწოლზე 5.72 დღე, ხოლო კრიტიკულ საწოლზე 8.59 დღე.

ეს ყოველივე იმ პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობას ზრდის, ვისაც ესაჭიროება ჰოსპიტალში მკურნალობა.

ყოველდღიურად ვაკვირდებით რომელ საწოლზე რა დატვირთულობაა და იმის მიხედვით ვანაწილებთ საწოლფონდს, ვაუმჯობესებთ მის მოცვას რეგიონების მხრივ.

არა მარტო საქართველო, არამედ ბევრი წარმატებული ქვეყანაც მხოლოდ საწოლფონდის გაზრდით და სამედიცინო სფეროზე ზეწოლით ვერ ახდენს ინფექციასთან ეფექტურ ბრძოლას, ამიტომ მნიშვნელოვანია დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

👉 ცქიტიშვილი: სისტემური „ლოქდაუნის“ შესახებ, არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული