მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთიდან ახალციხეში დაბრუნებულ დედასა და შვილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

კორონავირუსი, 2020
1590780549
COVID-19

ახალციხეში რუსეთიდან 25 მაისს დაბრუნებულ დედასა და ორ მცირეწლოვანს, კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხება არ ჰქონიათ. სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისთანავე, ორკვირიან კარანტინში მოათავსეს, სადაც ორ დღეში გემოსა და სუნის შეგრძნება დაკარგეს. საკარანტინე სივრციდან სამივე მათგანი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს.

ამ დრომდე სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ოთხი ადგილობრივია, ექვსი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრები.