მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა კორონავირუსის ვაქცინა დაარეგისტრირა

რუსეთმა ვაქცინა დაარეგისტრირა
1597139063
COVID-19
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის ვაქცინის დარეგისტრირების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ გამოცემა TASS იტყობინება.

„რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინა დაარეგისტრირა. ის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, ქმნის სტაბილურ იმუნიტეტს და ვიმეორებ, რომ ყველა საჭირო შემოწმება გავლილი აქვს“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ვაქცინის მასობრივი წარმოება უახლოეს მომავალში დაიწყება, ხოლო ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ მურაშკოს განმარტებით, პირველი რეგისტრირებული ვაქცინა ძალიან ეფექტური და უსაფრთხოა.

ცნობისთვის, ვაქცინა, რომელიც რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაარეგისტრირა, „გამალეიას“ ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს და მას კლინიკური კვლევების ორი ფაზა გავლილი აქვს. მესამე ფაზის დაწყებას რუსეთი უახლოეს პერიოდში აპირებს.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 897 599 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 15 000-ზე მეტი პაციენტი.