მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის დაწყების დრო დაასახელა

კორონავირუსის რუსული ვაქცინის ფოტო
1596610288
COVID-19

რუსეთი კორონავირუსზე მასობრივ ვაქცინაციას ოქტომბერში დაიწყებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა, იუწყება BBC.

მისნისტრის თქმით, „გამალეიას“ ინსტიტუტმა ვაქცინის კლინიკური კვლევები დაასრულა და იგი დასარეგისტრირებლად მზადდება.

„ფართო ფაქცინაციის დაწყებას ოქტომბრისთვის ვგეგმავთ“,- აღნიშნა მურაშკომ.

მისივე განმარტებით, კორონავირუსის რუსული ვაქცინა ქვეყანაში პირველად მასწავლებლებსა და ექიმებს გაუკეთდება.

აშშ-ის დააავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ რუსეთი ვაქცინაციის დაწყებას ძალიან ჩქარობს და იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინა უსაფრთხოებაზე საკმარისად შემოწმებულია. ფაუჩის განცხადებით, ამერიკას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად წლის ბოლოს ექნება.

გასულ თვეში, რუსმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ „გამალეიას“ ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ადენოვირუსზე დაფუძნებული ვაქცინის ადრეული ეტაპის კვლევები წარმატებით დასრულდა.

რუსეთი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა. ქვეყანაში დადასტურებულია 861 423 შემთხვევა და გარდაცვლილია 14 351 ადამიანი.