მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთსა და უკრაინაში Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

კორონავირუსი 2020
1586240061
COVID-19

რუსეთსა და უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფექციის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 38 ადამიანი, საერთო ჯამში კი ინფიცირებულია 1319 ადამიანი. გამოჯანმრთლდა 28 ადამიანი.

რაც შეეხება რუსეთს, რუსული მედია წერს, რომ ბოლო 24 საათში ლაბორატორიულად დადასტურებული 1000 შემთხვევა გამოვლინდა.

მათივე ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსს 47 ადამიანი ემსხვერპლა. ფედერაციის მასშტაბით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 6000-ზე მეტია. Covid-19 რუსეთის 49 რეგიონშია გავრცელებული.

ცნობისთვის, პირველად კორონავირუსი ჩინეთში, კერძოდ კი უხანის პროვინციაში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელებიდან რამდენიმე თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადამდებია. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდინფექცია 200-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.