მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო

ვაქცინის გამოცდა რუსეთში
1592918201
COVID-19

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის პირველი ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ვაქცინა მოსკოვის სეჩენოვის უნივერსიტეტში 18 მოხალისეს გაუკეთდა.

ინექციიდან რამდენიმე საათში არაერთ მათგანს თავის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. ექიმების განცხადებით, ეს ვაქცინაზე ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციის შედეგია.

უნივერსიტეტის მოხსნებაში ნათქვამია, რომ ცდის მონაწილეები მოსალოდნელი რეაქციის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული.

ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა ადამიანებს, რომლებსაც ის გაუკეთდება, ორი წლის განმავლობაში დაიცავს.