მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4700-ს გადააჭარბა

რუსეთი კორონა
1586000170
COVID-19

საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე სწრაფად თურქეთსა და რუსეთში იზრდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში ინფიცირების 582 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

4731 ინფიცირებულით რუსეთი ოფიციალურად 22-ე ადგილს იკავებს, რაც 145 მლნ-იანი ქვეყნისთვის არც ისე ცუდი შედეგია, მით უფრო მაშინ როცა ბელგიასა და შვეიცარიაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 20 000-ს აღწევს, თუმცა პნევმონიით გარდაცვლილთა სტატისტიკის უჩვეულოდ ზრდის ფონზე მედიკოსებს მონაცემების სანდოობაში ეჭვი შეაქვთ.

ოფიციალური მონაცემებითაც რუსეთში ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვი ბოლო 1 თვეში 1577-ჯერ გაიზარდა. კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა რუსეთში 19 მარტს დაფიქსირდა და დღეს მსხვრპლის ოდენობა 43-ს შეადგენს.