მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთავში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსთავის ცენტრი
1599822816
COVID-19

დღეს, 11 სექტემბერს რუსთავში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„5 დადასტურებული შემთხვევიდან, სამი ერთი ოჯახის წევრია“- განაცხადა რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ინფიცირების წყარო ბათუმია, რადგან ქალაქიდან ჩამოსვლის შემდეგ მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი კონტაქტების დადგენა.

„ორის წყარო კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია“,- აცხადებს ბეგაშვილი.

მისი ინფორმაციით, 29 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით, რუსთავში კორონავირუსის 29 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც არცერთი არ მიმდინარეობს რთულად.

ცნობისთვის, დღეს, 11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.