მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსუდან შავიშვილი: აჭარაში კლასტერული ხედვა აღარ არის, ვირუსი ფართოდაა გაშლილი

აჭარის საზ ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი
1600068290
COVID-19

„კლასტერების კლასტერული ხედვა უკვე აღარ არის, რადგან შემთხვევები ფართო საზოგადოებაშია გაშლილი“, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მაქსიმალური გამოვლენისთვის საჭიროა, რომ ზღვისპირეთში დასასვენებლად მყოფმა ყველა პირმა ჩაიტაროს PCR კვლევა.

„ახალ ინფიცირებულთა რიცხვში არიან როგორც სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები, ისე არასრულწლოვნები, აგრეთვე პოლიციელები და სხვა სფეროს წარმომადგენლები“, - აღნიშნა რუსუდან შავიშვილმა.

რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, ვირუსის შიდა გავრცელება კონტროლირებადია და ჯერჯერობით რეგიონის ჩაკეტვის საკითხი არ განიხილება.

ინფორმაციისთვის, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დადსტურდა. აღნიშნულ პერიოდში რეგიონში კორონავირუსზე 2530 კვლევა ჩატარდა.